ევროპული საბჭოს სამიტი

14 დეკემბერი 2023, 14:57 389 ნახვა

საათები ისტორიულ გადაწყვეტილებამდე . დროის ათვლა და გარდამტეხი სამიტი ჩვენი ქვეყნისთვის დაწყებულია. სულ მალე გავიგებთ ევროპა როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს და იქნება თუ არა იგი 8 ნოემბრის დადებითი რეკომენდაციის ლოგიკური და ოპტიმისტური დასასრული, და შესაბამისად წლის ბოლო ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული. ორდღიან სამიტზე დღის წესრიგით 6 საკითხია განსახილველი. პირველი უკრაინის დახმარებას, მეორე ახლო აღმოსავლეთში ომს ეხება, მესამე კი სწორედ ევროკავშირის გაფართოებას უკავშირდება, რომლის პაკეტის ნაწილიც არის ჩვენი ქვეყანა. უკვე გვესმის განცხადებები, რომ ევროკავშირის ისტორიაში ეს იქნება ყველაზე რთული სამიტი, რომელიც ასევე რთული დისკუსიებითა და მსჯელობებით იქნება დატვირთული. მანამდე კი ევროპელ ლიდერებს მოლაპარაკების მაგიდაზე უკვე უდევთ დეკლარაციის პროექტი, რომელშიც წერია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, უკრაინა და მოლდოვასთან კი გაიხსნა მოლაპარაკებები. თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა ბუდაპეშტის პოზიციამ გააჩინა კითხვები, რომ დაიბლოკება თუ არა ეს საკითხები,რადგანაც ვიქტორ ორბანს უკრაინასთან მიმართებით ამ დრომდე არ შეუცვლია პოზიცია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში