კონსტანტას ნავსადგურის აკვატორიაში ქართველ მეზღვაურს ეძებენ

14 დეკემბერი 2023, 14:58 1465 ნახვა

მეორე დღეა მიმდინარეობს ქართველი მეზღვაურის ძებნის ოპერაცია რუმინეთში, კონსტანტას ნავსაგურის აკვატორიაში. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, მეზღვაური სანაპიროდან 60 მილის მოშორებით, ღუზაზე მდგომი გემიდან გადავარდა.

მათივე განმარტებით, ეკიპაჟი მაშინვე შეეცადა საკუთარი ძალების დახმარებოდა, თუმცა მეზღვაური დინებამ გაიტაცა.

“რუმინეთში საქართველოს კონსულისა და რუმინეთის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამსახურისგან მიღებული ინფორმაციით, გემის კაპიტანმა მომხდარის შესახებ მაშინვე შეატყობინა შესაბამის სამსახურებს, ახლომდებარე გემებს და დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო ოპერაცია“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.

უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში