პუტინის ტრადიციული დიდი პრესკონფერენცია

14 დეკემბერი 2023, 15:02 430 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა ტრადიციული დიდი პრეს-კონფერენცია დაიწყო. ეს პუტინის პირველი პირდაპირი ხაზია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. შეხვედრას წინასაარჩევნო მიზანიც აქვს. გასულ კვირას პუტინმა პრეზიდენტის პოსტზე მეხუთე ვადით კენჭისყრის შესახებ განაცხადა. პირველი შეკითხვა სწორედ მის მეხუთე ვადას ეხებოდა, თუ რა მიზნებით აპირებს ხელახლა კენჭისყრას. პუტინმა მთავარ ამოცანად რუსეთის სუვერენიტეტის გაძლიერება დაასახელა. ასევე მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების დაცვა ახსენა. კითხვაზე მოსალოდნელია თუ არა მობილიზაციის ახალი ტალღა, პუტინმა განაცხადა, რომ არ იგეგმება. კითხვაზე როდის დამყარდება მშვიდობა და რა მიზნები აქვს ომს, პასუხი იყო ასეთი.”მშვიდობა მაშინ იქნება, როცა მივაღწევთ ჩვენს მიზნებს. მიზნები არ იცვლება. ჩვენ ვსაუბრობდით უკრაინის დენაციფიკაციაზე, დემილიტარიზაციაზე, მის ნეიტრალურ სტატუსზე“, - განაცხადა პუტინმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში