ისტორიული სამიტი ბრიუსელში

14 დეკემბერი 2023, 17:58 415 ნახვა

უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი - 27 ქვეყნის ლიდერი უკვე სამი საათია ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების საკითხზე მსჯელობს, გადაწყვეტილებას 4 ქვეყანა ელის. საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბოსნია- ჰერცოგოვინა. მიაღწევენ თუ არა კონსესუს, ეს ჯერ უცნობია.ლიდერები სხდომის პარალელურად აცხადებენ, რომ თუ უნგრეთის პრემიერი პოზიციას არ შეიცვლის, რთული სურათი იქნება. ვიქტორ ორბანმა დღეს მედიასთან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ აპირებს გაფართოების პაკეტს, რომელშიც უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებაა გათვალისწინებული,მხარი დაუჭიროს. მისი განცხადებით, უკრაინას შვიდი წინაპირობა ჯერ არ შეუსრულებია. რაც შეეხება საქართველოს, უნგრეთის პრემიერი აცხადებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა. ახლა ევროპის საბჭოს სამიტის ფორმატში ლიდერები მის გადარწმუნებას ცდილობენ, უნგრეთის პრემიერთან ლიდერების ნაწილმა პირისპირ შეხვედრებიც გამართა, თუმცა შედეგები ჯერ უცნობია. აცხადებენ, რომ ახლა ევროკავშირს გაფართოების შანსი აქვს და ის ხელიდან არ უნდა გაუშვას.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში