ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ - შარლ მიშელი

14 დეკემბერი 2023, 22:11 596 ნახვა

ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ დაწერა.

„ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ. ევროსაბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვია კომისია მარტამდე მოამზადოს ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმედის ნათელი სიგნალი მათი ხალხისა და ჩვენი კონტინენტისთვის“, - წერს მიშელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში