მინდა ყველა მოგიწვიოთ ხვალ, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რათა ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიული გამარჯვება - პრემიერი

14 დეკემბერი 2023, 23:39 410 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ხალხს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და ყველანი ხვალ თავისუფლების მოედანზე მიიწვია. 

"მინდა ყველა მოგიწვიოთ ხვალ, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის. ხვალინდელი დღე უნდა იყოს საერთო ეროვნული ზეიმისა და გამარჯვების დღე",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში