უნგრეთმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა

15 დეკემბერი 2023, 10:59 538 ნახვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთმა დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება.

მისივე განცხადებით, ამ საკითხს მომავალ წელს, ევროსაბჭოზე შესაბამისი მომზადების შემდეგ დაუბრუნდებიან.

"ღამის შეჯამება: ვეტო უკრაინას დამატებით ფულზე, ვეტო მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს მიმოხილვაზე. საკითხს მომავალ წელს ევროპის საბჭოში სათანადო მომზადების შემდეგ დავუბრუნდებით“, - წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.

უნგრეთის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის დაბლოკვას ადასტურებს შარლ მიშელი. მისივე თქმით, ევროკავშირი საკითხს მომავალი წლის დასაწყისში, სპეციალურ სამიტზე განიხილავს.

ევროპულმა საბჭომ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნის შესახებ, ხოლო საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში