საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა

15 დეკემბერი 2023, 11:37 578 ნახვა

საქართველო ოფიციალურად გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ გასული წლის ივნისიდან ველოდებოდით მაშინ, როცა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ნაცვლად ევროკომისიამ ევროპული პერსპექტივა მოგვანიჭა. ეს იყო პირველი და მთავარი ნაბიჯი, თუმცა ახლა წინ მეორე , ასევე მნიშვნელოვანი ეტაპია- გავხდეთ სრულფასოვანი წევრი, ევროგაერთიანების და ევროკავშირის შტაბიანში წევრი ქვეყნების 27 დროშასთან ერთად მალე აფრიალდეს საქართველოს დროშაც. ახლა მნიშვნელოვანია მალე გაიხსნას მოლაპარაკებების ფანჯარა ჩვენი ქვეყნისთვის, ანუ ქვეყანა ახალ ეტაპზე გადავიდეს, ამისთვის კი, როგორც მსოფლიო ლიდერები ამბობენ, საჭიროა რეფორმების განხორციელება, იმ დავალებების შესრულება,რომლებიც ევროკომისიამ ჯერ კიდევ ნოემბერში მოგვცა. კონკრეტული ვადები არ არსებობს, მთავარია ევროინტეგრაციის გზისკენ სვლა, რაზეც დაპირებები საქართველოს მოქალაქეებმა ხელისუფლებისგან გუშინვე მიიღეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში