რა? სად? როდის? - ინტელექტუალური თამაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის

17 დეკემბერი 2023, 11:57 421 ნახვა

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამართლებრივ თემაზე პირველი ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. თამაშის გამარჯვებული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა. თამაში სასწავლო ცენტრისა და საქართველოს ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრებაში მონაწილეობდა 120 სტუდენტი 20 გუნდი სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტებიდან. ღონისძიების დასრულების შემდგომ მონაწილეებს სიგელები გადაეცათ, ხოლო გამარჯვებულ გუნდს – გარდამავალი თასი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში