ვემზადებით საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი

17 დეკემბერი 2023, 11:59 453 ნახვა

საომარი მდგომარეობა გრძელდება უკრაინაში. ომის 662-ე დღეს 89 საბრძოლო შეტაკება მოხდა. დაიბომბა ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუჰანსკის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს დასახლებები. შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით გასულ ღამეს ოკუპანტმა ქვეყნის მიმართულებით შაჰიდის ტიპის დრონები გამოიყენა. უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის ძალების გაძლიერებაზე საუბრობს . ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება განიხილება მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრის დროს. პრეზიდენტი აღნიშნავს, საჭიროა ცის უფრო ძლიერი დაცვა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში