საქართველოს ჩემპიონატი კრივში

17 დეკემბერი 2023, 19:57 1309 ნახვა

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი კრივში ახალგაზრდებსა და დიდებს შორის, რომელსაც ოთხი დღის განმავლობაში ბათუმის სპორტის სასახლე მასპინძლობდა. ტურნირში ეროვნული ნაკრების ყველა წამყვანი მოკრივე მონაწილეობდა, მათ შორის პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელი, ეროვნული გუნდის კაპიტანი ლაშა გურული, რომელმაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შეჯიბრების შემდეგ დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები, გუნდი მომავალი წლიდან ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებში ჩაერთვება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში