სრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში „ჰამასის“ 4-კილომეტრიანი გვირაბი აღმოაჩინა

18 დეკემბერი 2023, 09:45 431 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში „ჰამასის“ უდიდესი, 4-კილომეტრიანი გვირაბი აღმოაჩინეს. თავდაცვის ძალების ცნობით, გვირაბი საკმარისად ფართოა იმისთვის, რომ დიდმა ავტომობილმა გაიაროს, აღჭურვილია ელექტროენერგიით, ვენტილაციისა და კომუნიკაციის სისტემებით და მისი სიღრმე 50 მეტრამდე აღწევს.

გვირაბი არ გადადის ისრაელის ტერიტორიაზე და ჩრდილოეთ ისრაელ-ღაზას საზღვარზე მდებარე ახლად დახურულ ერეზის გადასასვლელიდან 400 მეტრის მოშორებით მთავრდება. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გვირაბი „ჰამასის“ სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ნაწილია და განადგურდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში