უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 64 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

18 დეკემბერი 2023, 09:46 421 ნახვა

უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში 64 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა 2 სარაკეტო და 29 საჰაერო დარტყმა განახორციელა და 47 შეტევა მოხდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

გენშტაბის ინფორმაციით, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ნიკოლაევის რაიონებში 100-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოხვდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, 18 დეკემბრის ღამეს საოკუპაციო ძალების მიერ გაშვებული ხუთივე Shahed-ის დრონი გაანადგურეს.

შაჰედის დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, საჰაერო განგაში ღამით რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევშიც  ჩაირთო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში