ხავიერ კოლომინას ვიზიტი

19 დეკემბერი 2023, 11:38 496 ნახვა

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს.დაგეგმილია ხავიერ კოლომინას შეხვედრები პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.ჩანიშნულია ბრიფინგი მედიისთვის. შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემებია რეგიონული უსაფრთხოება, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესები და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობა. ცოტა ხნის წინ ხავიერ კოლომინა საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე მოსაზრებები გაცვალეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხავიერ კოლომინას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ნატოსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო. გუშინ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შეხვდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში