სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო

19 დეკემბერი 2023, 17:08 434 ნახვა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს სადაც აღნიშნულია, რომ უწყებამ ქუთაისში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის 19 დეკემბერს, ქ. ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს“ , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში