მჯერა, რომ შექმნილი მომენტის გამოყენება გაგრძელდება, რაც დაეხმარება ნატო-სა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას - ხავიერ კოლომინა

19 დეკემბერი 2023, 19:08 501 ნახვა

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ისტორიული პროცესია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ის ასევე დაეხმარება საერთაშორისო საზოგადოებას, დაეხმაროს საქართველოს, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

„მჯერა, რომ ჩვენ გამბედავები ვიყავით ღია კარის პოლიტიკის ჭრილში საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას ხელისუფლებასთან რეფორმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. ამასთან, მჯერა, რომ შექმნილი მომენტის გამოყენება გაგრძელდება, რაც დაეხმარება ნატო-სა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას. ახლა რთული სათქმელია, ეს როგორ წაადგება ორივე მხარეს, რადგან მხოლოდ რამდენიმე დღეა გასული ამ გადაწყვეტილების მიღებიდან, მაგრამ როგორც ხელისუფლებასაც ვუთხარი, გპირდებით, ძალისხმევას არ დავიშურებ საქართველოს განვითარებისთვის, რომ თუნდაც მცირედით წავიდეთ წინ ორმხრივ ურთიერთობებში, რათა ვაჩვენოთ ევროატლანტიკური გზაზე წინსვლა არის თავად ალიანსის მოკავშირეებშიც“, – განაცხადა კოლომინამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში