ვლადიმერ პუტინი ომის გაგრძელებას აპირებს

19 დეკემბერი 2023, 20:07 505 ნახვა

დასავლეთი უკრაინაში თავის აგრესიულ მიზნებზე უარს არ ამბობს, მაგრამ არც ჩვენ ვაპირებთ უარი ვთქვათ სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებულ ჩვენს მიზნებზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა დიდ ზარალს განიცდის და დიდწილად გაფლანგა თავისი რეზერვები. პუტინის განცხადებით, დასავლური სამხედრო ტექნიკის ხელშეუხებლობის შესახებ მითი დანგრეულია. პუტინის თქმით, ამავდროულად ამ ოპერაციამ პრობლემები გამოავლინა. მისი განცხადებით, მაღალი სიზუსტის ჭურვებისა და უპილოტო თვითმფრინავების წარმოება უნდა გაიზარდოს. ასევე აუცილებელია, რომ საჰაერო თავდაცვის ოპერაციები გაუმჯობესდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში