სასამართლომ დონალდ ტრამპს კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა

20 დეკემბერი 2023, 10:13 554 ნახვა

კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დადგენილებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილების საფუძველი საკონსტიტუციო მუხლია, რომელიც თანამდებობის პირს ამბოხებაში მონაწილეობას უკრძალავს. მოტივი კი კაპიტოლიუმზე 2021 წლის 6 იანვარს განხორციელებული შტურმია, რომლის დროსაც ტრამპის მომხრეებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების გაპროტესტება სცადეს.

სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში 2024 წლის 4 იანვარს შევა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში