ხავიერ კოლომინას ვიზიტი

20 დეკემბერი 2023, 15:11 561 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესს. მხარეებმა განიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და ხავიერ კოლომინას მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ალიანსის ურყევი მხარდაჭერა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში