ისრაელის იერიშებს სულ მცირე 20 000 ადამიანი ემსხვერპლა - ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო 

21 დეკემბერი 2023, 10:15 448 ნახვა

ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად მთავრობაში აცხადებენ, რომ ისრაელის იერიშებს სულ მცირე 20 000 პალესტინელი ემსხვერპლა. „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, ღაზის სექტორის მთავრობის ცნობით, დაღუპულთა შორის სულ მცირე 8000 ბავშვი და 6200 ქალია.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კონფლიქტის დაწყებიდან ყოველდღიურად დაახლოებით 300 ადამიანი იღუპება. ამასთან, ღაზის სექტორის ექიმები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია, რადგან მონაცემები არ შეიცავს ინფორმაციას დანგრეული შენობების ნანგრევებში დამარხული ცხედრების ან იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც საავადმყოფოებში არ მიუყვანიათ.ისრაელმა კი ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ხან იუნისის დიდი ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში