უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 89 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

21 დეკემბერი 2023, 10:12 434 ნახვა

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში თავდაცვის ძალებსა და რუს ჯარებს შორის ფრონტზე 89 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. თავდაცვის ძალებმა, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, მოწინააღმდეგის 29 შეტევა მოიგერიეს.

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ქალაქი ტორეცკი დაბომბეს, შედეგად დაზიანდა სახანძრო-სამაშველო განყოფილების შენობა.

პოლტავის ოლქში დრონის ნამსხვრევებმა საცხოვრებელი სახლი დააზიანა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

უკრაინის რამდენიმე ოლქში დრონებით თავდასხმის გამო საჰაერო განგაშიც გამოცხადდა. გავრცელდა ინფორმაცია კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსული ძალების მიერ გუშინ გაშვებული 35 დრონიდან 34 ჩამოაგდო.

მათივე ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები სამი მიმართულებდან გაუშვეს : ოკუპირებული ყირიმიდან, რუსეთის ტერიტორიის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან და კურსკის ოლქებიდან.

საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების ტაქტიკური ავიაცია, საზენიტო სარაკეტო დანაყოფები და მობილური საცეცხლე ჯგუფები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში