კლიმატის ცვლილების კანონი- საჯარო კონსულტაციები

21 დეკემბერი 2023, 14:52 517 ნახვა

საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის საჯარო განხილვა გაიმართა ბათუმში. შემაჯამებელ შეხვედრაზე ცვლილებების ძირითად პრინციპებზე იმსჯელეს, რომელიც კანონში უნდა აისახოს. ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გააცნეს. „თეთრი წიგნი“ გარემოს დაცვის კომიტეტმა ვესტმისტერის დემოკრატიის ფონდის და სამეფოს მხარდაჭერით შეიმუშავა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში