ზოოპარკის დირექტორის მიმართვა

21 დეკემბერი 2023, 18:01 523 ნახვა

ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ადამიანების მიერ პიროტექნიკის გამოყენებისას „ზოოპარკში ბოლო 5 წლის განმავლობაში ორი ცხოველი დაიღუპა“. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, პიროტექნიკის გამოყენება ცხოველებში ქცევის შეცვლას იწვევს. ამასთან ზოოპარკის დირექტორის განცხადებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში პიროტექნიკის გამოყენებისას ზოოპარკში ანტილოპის სახეობის ორი გნუ დაიღუპა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში