პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

21 დეკემბერი 2023, 21:04 519 ნახვა

პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათობით - დაშავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

ჩეხეთის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი, რომელმაც პრაღაში, უნივერსიტეტთან ცეცხლი გახსნა, განეიტრალებულია.

სროლა იან პალახის მოედანზე მდებარე კარლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მოხდა. მომხდარის დეტალები ჯერ უცნობია. უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. პოლიციამ მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა და მოქალაქეებს გართ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში