პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

22 დეკემბერი 2023, 10:27 536 ნახვა

15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 24 დაიჭრა პრაღაში სროლის შედეგად - ეს წინასწარი მონაცემია. მოკლულთა შორისაა თავად მსროლელიც, რომლის ლიკვიდაციაც პოლიციამ მოახერხა. სროლა იყო კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. მკვლელი 24 წლის ამავე უნივერსიტეტის სტუდენტია.

პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევამდე პრაღის მიმდებარე სოფელში მოკლული იპოვეს თავდამსხმელის მამაც. პოლიცია მასობრივ სროლას ტერორიზმს უკავშირებს. გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის, საქართველოს მოქალაქეები არ არიან - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი 24- საათიან რეჟიმში მუშაობს.

მომხდარის გამო, ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ მთავრობის რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გლოვის დღეს სახელმწიფო შენობებზე ჩეხეთის დროშა დაეშვება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში