მაისიდან საქართველოში „ავსტრიის ავიახაზები“ ფრენებს იწყებს

22 დეკემბერი 2023, 11:52 524 ნახვა

მომავალი წლიდან საქართველოში ფრენებს იწყებს „ავსტრიის ავიახაზები“. ავიაკომპანია ვენა - თბილისი - ვენის რეისის შესრულებას მაისიდან დაიწყებს. საქართველოს ავიაბაზარზე მისი შემოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ახორციელებდა, რომელიც წარმატებით დასრულდა. „ავსტრიის ავიახაზები“ „ლუფჰანზას“ ჯგუფის მესამე ავიაკომპანია იქნება, რომელიც საქართველოში საქმიანობას დაიწყებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში