სამ მუნიციპალიტეტში დღეს ნაძვის ხე აინთება

22 დეკემბერი 2023, 11:56 532 ნახვა

საახალწლო ნაძვის ხე აჭარის მუნიციპალიტეტებში დღეს აინთება. ნაძვის ხე ხულოში წელსაც თეატრის მიმდებარედ დგას, სადაც კონცერტია დაგეგმილი. პატარებისთვის იქნება ზღაპრის გმირების შოუც. ქედაში ნაძვის ხის ანთებამდე ღონისძიება 17 საათზე ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკიდან დაიწყება. 18 საათზე კი კონცერტით გაგრძელდება, რომელიც ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებით დასრულდება. დღესვე 18 საათზე დაიწყება კონცერტი ხელვაჩაურში, სადაც ადგილობრივი ანსამბლების შემდეგ მაყურებელს განწყობას მომღერლები: ნინი ბადურაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, დათუნა მგელაძე და სალომე ბაკურაძე შეუქმნიან.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში