აშშ დასავლეთის ქვეყნებში გაყინული აქტივების გამოყენებას უკრაინის სასარგებლოდ აპირებს

22 დეკემბერი 2023, 12:02 445 ნახვა

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია აძლიერებს მცდელობებს დასავლეთ ქვეყნებში გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციისთვის. საუბარია 300 მილიარდ ამერიკულ დოლარზე. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შტატები ზეწოლას ახორციელებს დიდ ბრიტანეთზე, საფრანგეთზე, გერმანიაზე, იტალიაზე, კანადასა და იაპონიაზე, რათა აქტივების გამოყენების სტრატეგია მზად იყოს 2024 წლის 24 თებერვლამდე. ასევე გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დიდ შვიდეულს უამრავი საკითხის გადაწყვეტა სჭირდება, მათ შორის საუბარია იმაზე, რომ ჩამორთმეული ქონება პირდაპირ უკრაინაში გაიგზავნება თუ მათ სასარგებლოს სხვა მხრივ გამოიყენებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში