„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს მეორე დღეა განიხილავენ ბათუმში. კანონთან დაკავშირებული გამოწვევები და სიახლეები დაინტერესებულ პირებს კანონის ავტორებმა გააცნეს. თანამედროვე სტანდარტებით აგებული წყლის გამწმენდი ინფრასტრუქტურა, წყლის სასმელად გადამუშავებისა და ჩამდინარე წყლების ზღვაში ჩაშვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება - შეხვედრის მონაწილეების თქმით, სწორედ ესაა ფორუმის მიზანი. აღსანიშნავია, რომ კანონი სრულად ცვლის წყლის რესურსების მართვის ერთიან, საერთაშორისო მიდგომებზე დაფუძნებულ თანამედროვე სისტემას, რომელიც ევრო დირექტივების შესაბამისია. პროექტზე ერთობლივად მუშაობენ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუესაიდის მხარდაჭერით.