ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება

22 დეკემბერი 2023, 18:01 847 ნახვა

გიორგი ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტი ასფალტის საფარის დაგებას, სანიაღვრე სისტემის, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობას ითვალისწინებს. განახლდება გარეგანათების სისტემა. გზაგამყოფ ზოლში დაიგება მწვანე საფარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის პირველი ფენის მოწყობა გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩიდან ტაბიძის ქუჩამდე მონაკვეთში. პროექტი მრავალწლიანია, რომლის ღირებულებაც 6 მილიონამდე ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოები ბათუმის მერმა საკრებულოს თავმჯდომარესთან და უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში