ჯო ბაიდენმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა

23 დეკემბერი 2023, 11:43 446 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა. თავდაცვის ბიუჯეტი რეკორდული 886 მილიარდი დოლარის ოდენობისაა და ის წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა დაამტკიცა. 3 100 გვერდიანი დოკუმენტი უკრაინის დაფინანსებასა და გრძელვადიან დახმარებასაც მოიცავს. კანონპროექტის მიხედვით 5,2%-ით იზრდება სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება, ხოლო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მთლიანი ბიუჯეტი 3%-ით.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში