ამინდი მკვეთრად გაუარესდება

23 დეკემბერი 2023, 12:07 806 ნახვა

დღეიდან 26 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება, განსაკუთრებით კვირას - ყველგან მოსალოდნელია ნალექი, მთასა და მაღალ მთაში თოვა და ქარბუქი, იქროლებს ძლიერი დასავლეთის ქარი, ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი 6 ბალი! მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების შექმნიდან გამომდინარე, შესაძლებელია განვითარდეს ნეგატიური პროცესები- მთაში გადაადგილება შეიზღუდება და ზღვამ შესაძლოა დააზიანოს სანაპირო ზოლი- როგორც მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ამბობს, ციკლონთან არსებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები საქართველოს 27 დეკემბერს დატოვებს. ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით შეტყობინება მოსახლეობამ 112 -ისგან სმს შეტყობინების სახით მიიღო.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში