გლოვის დღე ჩეხეთში

23 დეკემბერი 2023, 14:53 458 ნახვა

ჩეხეთში გლოვის დღეა. ადმინისტრაციულ შენობებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაუშვეს. მოქალაქეები უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ანთებენ სანთლებს და მიაქვთ ყვავილები. კარლის უნივერსიტეტში მომხდარი სროლის დროს 14 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. თავდამსხმელმა 24 წლის დავიდ კოზაკმა 20 წუთიანი უმისამართო სროლის შემდეგ თავი მოიკლა. სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ დანაშაულის მოტივის დასადგენად.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში