ავარიული სახლების გამაგრება

23 დეკემბერი 2023, 17:48 607 ნახვა

ბათუმში არსებული ავარიული სახლების გამაგრებისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქალაქის ტერიტორიაზე 5 ავარიული სახლი 2024 წლის ბოლომდე უნდა გაამაგროს.ტენდერი 3 მილიონ ლარზეა გამოცხადებული. ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში აცხადებენ,რომ ავარიული სახლის შესწავლისთვის უწყებაში ბოლო 2 წლის განმავლობაში 400-მდე განცხადება შევიდა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა 200- მდე მისამართზე არსებული სახლი შეისწავლეს, შესაბამისი დასკვნები კი ამხანაგობებს გაეგზავნა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში