მედია აკადემიის კონკურსი

25 დეკემბერი 2023, 11:52 464 ნახვა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის ,,ნამდვილი თუ მოგონილის?!“ გამარჯვებულები გამოავლინა. მეათე, საიუბილეო კონკურსში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს, რომელთა ნამუშევრებიც ჟიურიმ შეაფასა. გამარჯვებულებს მაღალტექნოლოგიური პრიზები გადაეცათ. კომისიამ 15 საუკეთესო ნაშრომის ავტორი გამოავლინა, რომლებსაც კარიერულ განვითარებაში დაეხმარება. დაჯილდოების შემდეგ დისკუსია გაიმართა, რომელზეც მედიაწიგნიერების კონკურსში მონაწილეობის გამოცდილებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში