შეიქმნება "გურიის ეროვნული პარკი" ახალი დაცული ტერიტორია - ოთარ შამუგია

25 დეკემბერი 2023, 16:33 496 ნახვა

გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია − ,,გურიის ეროვნული პარკი'' შეიქმნება, რომელიც 15 310 ჰა ფართობს მოიცავს. აღნიშნულის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

„დაცული ტერიტორიების განვითარება არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ბოლო 10 წლის განმავლობაში დაცული ტერიტორიების ფართობი ორჯერ გავზარდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს მივყვებით. მიმდინარეობს კვლევები სხვა რეგიონებში დაცული ტერიტორიების შექმნასთან მიმართებაში. აქტიურად ვიმუშავეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან. გვქონდა საჯარო განხილვები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, გურიაში დაარსდება ეროვნული პარკი, დაახლოებით 15 000 ჰექტარ ფართობზე. ამ ფართობის დიდი ნაწილი მოიცავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს დაახლოებით 13 000 ჰექტარი, ხოლო დაახლოებით 2 000 ჰექტარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს.

ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ადგილობრივი ბუნების, ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით და ასევე მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ადამიანების, ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისთვის, ეკოტურისტული მიმართულებით სხვადასხვა საქმიანობაში ჩართვის კუთხით და ა.შ.“-განაცხადა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში