ბათუმის ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო

26 დეკემბერი 2023, 10:17 672 ნახვა

გუშინ, ბათუმის ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო. ევროპის მოედანზე კი წინასაახალწლო ღონისძიებები დაიწყო. პირველ კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარდგა ჯგუფი ,,რანინა'' და ბენდი ,,რეგიონი''.

დღეს კი კონცერტზე მონაწილეობას მიიღებენ ბენდები: ,,ქართული ტრიო'' და ,,გოგლაურა'', ,,tabemonomus'', ,,თავისუფალი სივრცე'' და ,,ლურჯი იალქანი''. საგამოფენო სივრცეში მოწყობილია საახალწლო ბაზრობა.

ბათუმში ღონისძიებები და ღამით კონცერტები ევროპის მოედანზე ყოველდღიურად 7 იანვრამდე იგეგმება. დღის განმავლობაში კი ბავშვთა გასართობი პროგრამებია გათვალისწინებული. 

„ახალი წელი შენს ეზოში“ - საახალწლო ქარავანმა დაიწყო ბათუმის სხვადასხვა უბანში მოძრაობა და ბავშებს საჩუქრებს დაურიგებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში