მძევლების ოჯახები ისრაელის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლას აწყვეტინებდნენ

26 დეკემბერი 2023, 11:48 490 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის გამოსვლას პარლამენტში უსმენდნენ მძევლების ოჯახის წევრები, რომელთაც მძევლების ფოტოები ეჭირათ. ისინი პერიოდულად ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსვლას აწყვეტინებდნენ და სკანდირებდნენ სიტყვას – „ახლავე“. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელი ვერ მოახერხებს ღაზაში დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას სამხედრო ზეწოლის გარეშე. „არ გავჩერდებით გამარჯვებამდე, რადგან სხვა ქვეყანა და სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ ვერ მოვახერხებთ ყველა მძევლის გათავისუფლებას სამხედრო ზეწოლის, ოპერატიული ზეწოლისა და პოლიტიკური ზეწოლის გარეშე. ამიტომ არის ერთი რამ, რასაც ჩვენ არ გავაკეთებთ: ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას”-აღნიშნა ნეთანიაჰუმ პარლამენტში გამოსვლისას.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში