მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი რადას წარუდგინეს

26 დეკემბერი 2023, 11:50 471 ნახვა

ოკუპირებულ ყირიმში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის, - ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს. სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანაპირო ქალაქ ფეოდოსიაში პორტის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა და ხანძარი გაჩნდა. საოკუპაციო ძალებმა ყირიმის ხიდზე მოძრაობა გადაკეტეს.უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტი მობილიზაციისა და სამხედრო აღრიცხვის გაუმჯობესების შესახებ, - ინფორმაციას ასევე უკრაინული მედია ავრცელებს. კანონპროექტის ტექსტი სხვადასხვა საკითხთან ერთად საბრძოლო მოვალეობის შესრულებისთვის მობილიზებულთა ასაკის 27 წლიდან 25 წლამდე შემცირებასაც ითვალისწინებს. წამყვანი

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში