თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს მხარი დაუჭირა

26 დეკემბერი 2023, 22:28 442 ნახვა

თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს მხარი დაუჭირა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს კომიტეტის შემდეგ თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა განიხილავს. კენჭისყრის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოქმის რატიფიცირებისთვის ხმათა უმრავლესობაა საჭირო.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების შესახებ ოქმი რატიფიცირებისთვის პარლამენტს ოქტომბრის ბოლოს წარუდგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში