ბათუმში, ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობაში 20-მდე ოჯახი შეიჭრა

27 დეკემბერი 2023, 12:09 797 ნახვა

ბათუმში, იოსებ ნონეშვილის N3-ში, ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობაში 20-მდე ოჯახი შეიჭრა. მათ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ნაგებობაში შესვლა გუშინ, გვიან ღამით მოახერხეს.

მათივე თქმით, ისინი სოციალურად დაუცველები, ეკომიგრანტები და ძალადობის მსხვერპლი ქალები არიან.  ისინი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითხოვენ და შენობის დატოვებას არ აპირებენ.

მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. რამაზ ჯინჭარაძე ცოტა ხნის წინ, მათ შეხვდა და ერთჯერადი დახმარება შესთავაზა, რასაც ისინი არ დათანხმდნენ.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და სამხედროები.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში