აჭარის ტელევიზიის ყოფილი წამყვანის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

27 დეკემბერი 2023, 19:58 521 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებული ჟურნალისტის, თეონა ბაკურიძის სარჩელი.

ტელეწამყვანი ითხოვდა, გაუქმებულიყო ტელევიზიის იმდროინდელი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილება. თეონა ბაკურიძის იურისტის ანა ბერძენიშვილის განცხადებით მოსამართლემ გადაწყვეტილება განმარტების გარეშე გამოაცხადა.ჟურნალისტი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების გაუქმებასთან ერთად, ითხოვდა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, განაცდური თანხის ანაზღაურებას და ასევე - თანამდებობაზე აღდგენას.

გიორგი კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე სამსახურიდან 2020 წლის 13 მარტს გაათავისუფლა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში