თეთრმა სახლმა უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა

28 დეკემბერი 2023, 10:00 457 ნახვა

თეთრმა სახლმა უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა - ინფორმაციას მედია საშუალებები პენტაგონის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

უახლესი პაკეტი საჰაერო თავდაცვას, საარტილერიო და მცირე იარაღის საბრძოლო მასალას, ასევე ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მოიცავს. თუმცა, შესაძლოა, ეს ბოლო სამხედრო დახმარება იყოს უკრაინისთვის, თუ კონგრესი არ დაამტკიცებს ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 20 ოქტომბერს წარუდგინა კონგრესს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში