თვითნებურად შეჭრილებმა ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობა დატოვეს

28 დეკემბერი 2023, 11:48 593 ნახვა

ბარცხანის ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობაში თვითნებურად შეჭრილ ოჯახებს წუხელ ობიექტი მოლაპარაკების საფუძველზე დაატოვებინეს. მანამდე კი 20 ოჯახი სახელმწიფოსგან საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითხოვდნენ, სხვა შემთხვევაში შენობის დატოვებაზე უარს აცხადებდნენ.ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე მათ ერთჯერად დახმარებას და შესაბამის პროგრამებში ჩართვას დაჰპირდა, რასაც შენობაში მყოფი ოჯახები არ დათანხმდნენ. ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ ყველა ოჯახთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში