მოსწავლეების დაჯილდოება

28 დეკემბერი 2023, 11:52 1000 ნახვა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში აჭარაში 452 წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ. საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულება მოსწავლეებს აჭარის მთავრობის წევრებმა მიულოცეს და ჯილდოები გადასცეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსწავლეთა წახალისების პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება. მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში