რუსებმა ხერსონი მართვადი ბომბებით 7-ჯერ დაბომბეს, არის მსხვერპლი. დაიღუპა ერთი და დაშავდა 2 ადამიანი, ასევე დაზიანდა და განადგურდა ოლქის ინფრასტრუქტურა: საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სექტორი,ავტოფარეხები და ავტომობილები. აფეთქებები იყო ანექსირებულ ყირიმში, ხოლო ყირიმის ხიდზე მოძრაობა დაიკეტა. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმის ტერიტორიაზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.