Politico: აშშ უკრაინასთან სიღრმისეულ თავდაცვაზე გადასვლის საკითხს განიხილავს

28 დეკემბერი 2023, 14:57 458 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვეყნის აღმოსავლეთში უფრო სიღრმისეულ თავდაცვაზე გადასვლის საკითხს განიხილავს. ინფორმაციას გამოცემა Politico ამერიკელ და ევროპელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით წერს. მათი თქმით, ცვლილებების მიზანი კიევის პოზიციების განმტკიცებაა. ღრმა თავდაცვითი პოზიციების დაკავების ვარიანტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და ბარიერების მშენებლობას ფრონტის ხაზის გასწვრივ, ასევე ტანკსაწინააღმდეგო ბარიერებისა და თხრილების გაძლიერებას უკრაინის საზღვრის გასწვრივ ბელარუსთან. Politico-ს ინფორმაციით, სტრატეგიის ცვლილება შეერთებული შტატების მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. გაჭიანურებულმა კონფლიქტმა შეიძლება გაართულოს ჯო ბაიდენის ხელახალი არჩევის კამპანია და დონალდ ტრამპს მისცეს ხელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში