პროკურატურამ 9 პირს ბრალდება წარუდგინა

29 დეკემბერი 2023, 11:51 602 ნახვა

პროკურატურამ 9 პირის მიმართ გამოძიება დაიწყო. მათ ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყება უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. ირკვევა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საჯარო რეესტრში წარადგინეს ყალბი მინდობილობები, რომლებიც მათ ანიჭებდა უფლებას ნებისმიერი სახით განეკარგათ უძრავი ქონებები, რომლებიც ირანის მოქალაქეების იყო. ჯამში თბილისსა და ბათუმში სწორედ ამ მინდობილობის საფუძველზე, დაეუფლნენ 19 დაზარალებულის 15 უძრავ ქონებას, რამაც 3 მილიონამდე ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია. გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში