უნგრეთსა და უკრაინაში პრეზიდენტების შეხვედრისთვის ემზადებიან

29 დეკემბერი 2023, 11:56 492 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრის სამზადისი მიმდინარეობს უნგრეთსა და უკრაინაში. ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, შეხვედრა უახლოეს პერიოდში უნდა შედგეს. ეს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერის პირველი ოფიციალური შეხვედრა და ორბანის პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში. ცნობისთვის, უნგრეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში