დონალდ ტრამპს 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა მეინის შტატმაც აუკრძალა

29 დეკემბერი 2023, 12:02 492 ნახვა

დონალდ ტრამპს მეინის შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აეკრძალა. ამის შესახებ გადაწყვეტილება შტატის სახელმწიფო მდივანმა მიიღო. შენნა ბელოუსის განცხადებით, ტრამპი არ არის უფლებამოსილი არჩევნებში კენჭი იყაროს, რადგან 2021 წელს მისმა ქმედებებმა შტატებში კაპიტოლიუმის შტურმი გამოიწვია. 34 გვერდიან გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპი არჩევნების გაყალბების შესახებ ცრუ ნარატივს იყენებდა, რათა თავისი მხარდამჭერები წაეხალისებინა. მეინის შტატი არის მეორე, კოლორადოს შემდეგ, რომელიც ტრამპს პრეზიდენტის პოსტის კიდევ ერთხელ დაკავების უფლებას არ აძლევს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში